გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი ბავშვები - დღის ცენტრი

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ილია ადამია

ილია 8 წლის ცელქი ბიჭია. დღის ცენტრში ცოტა ხნის წინ დაიწყო სიარული. უყვარს ჩახუტება და კოცნა.  მოსწონს ბზრიალა, ხმოვანი და მოძრავი სათამაშოები, ასევე ძალიან უყვარს სხვადასხვა ტკბილეულის მირთმევა.

ლიზი გოგსაძე

ლიზი 9 წლის საყვარელი გოგოა, რომელმაც დღის ცენტრში სიარული კოვიდ პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამჟამად სპეციალისტების მხარდაჭერით ცდილობს დაძლიოს სირთულეები, სწავლობს სხვადასხვა უნარებს, რომლებიც ყოველდღიუ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდება.

ალექსანდრა ქურდაძე

როცა ალექსანდრა ცენტრში პირველად მოიყვანეს, ყველას სითბო ჩაეღვარა გულში. დამატყვევებელი ლურჯი თვალები და ლამაზი სიცილი აქვს.

დათუნა ძოწენიძე

დათუნასთან პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლა შესამჩნევია, განსაკუთრებით, ალტერნატიული კომუნიკაციის მხრივ.

დაჩი გამცემლიძე

დაჩი დღის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბიჭია. გამორჩეულია მისი შემოქმედებითი ბუნება:

ლიზი ჯანიაშვილი

ლიზი არის გოგო, ვისი თვალებიც ნამდვილად ყველაფერს ამბობს. მას აქვს უნარი საოცარი მზერითი კონტაქტი დაამყაროს გარშემომყოფებთან
იტვირთება