გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი ბავშვები - დღის ცენტრი

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

დაჩი დღის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბიჭია. გამორჩეულია მისი შემოქმედებითი ბუნება: ხშირად ნახავთ მას “შეიარაღებულს” მშრალი წებოთი, ქაღალდითა და მაკრატლით. დაჩის ძალიან უყვარს და კარგადაც გამოსდის მულტფილმის პერსონაჟების აპლიკაციების შექმნა/გამოჭრა. ძირითადად დათვებს გამოჭრის ხოლმე, ტანსაცმელებსაც უმზადებს და წებოთი "აცმევს".

შემოქმედების გარდა, მისი ძლიერი მხარეა ფიზიკური თერაპევტის ინსტრუქციების მოსმენა და გათვალისწინება, ძალიან უყვარს სპორტის ოთახი.

დაჩი გამცემლიძე

10 ოქტ, 2025
დაჩი დღის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბიჭია. გამორჩეულია მისი შემოქმედებითი ბუნება:
  • გააზიარე: