კვება არის განვითარებადი პროცესი, რომელიც იცვლება დროთა განმავლობაში და ბავშვი ხდება უფრო განვითარებული კვების უნარებში. კვება ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მოტორული, სენსორული და კოგნიტური ფუნქციების ეფექტურ და კოორდინირებულ ფუნქციონირებას.
კვება კომპლექსური სენსორული გამოცდილებისგან შედგება, შესაბამისად ბავშვებს სჭირდება...თ ისეთი გარემო, სადაც საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო სენსორული გამოცდილება, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა საკვებით თამაში ოჯახის წევრების ჩართულობით, როდესაც ბავშვები იკვლევენ ახალ საკვებს ყველა შეგრძნების გამოყენებით. ახალი საკვების შესწავლის პროცესის დაწყებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ეს უნდა იყოს სახალისო და თამაშით განხორციელებული.
საკვებით თამაშის დროს მნიშვნელოვანია გაითავლისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
ახალი საკვების გასაცნობი აქტივობები შესაძლებელია განახორციელოთ წინასწარ განსაზღვრულ და დაგეგმილ დროს, რომელიც მიძღვნილი იქნება ახალი საკვების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის.
* შეარჩიეთ სახალისო და უსაფრთხო გარემო.
* მხარდაჭერისთვის დაიხამრეთ ოჯახის წევრები ან თანატოლები
* გაითვალისწინეთ, ბავშვის ინტერესები და დაიწყეთ მუშაობა მისთვის სასურველი აქტივობით.
* შეარჩიეთ ასაკისთვის შესაბამისი აქტივობები.
* თუ ბავშვი არ გრძნობს თავს კომფორტულად არ დააძალოთ მას შეეხოს საკვებს.
* შეარჩიეთ ის საკვები, რასაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ბავშვისთვის. დაიწყეთ დამამშვიდებელი სურნელით.
* დიდი მადლობა მასალის მოწოდებისთვის პირველი ნაბიჯის კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრის სპეციალისტს - ელენე წკრიალაშვილს
გამოყენებული ლიტერატურა:
Just Take a Bite (Lori Ernsperger, Tania Stegen-Hanson 2004)
ყლაპვა და კვება ჩვილებსა და ბავშვებში ( თეონა დარჩია ERASMUS