ადრეული ინტერვენციის პროგრამა განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც ორ ძირითად ასაკობრივ ჯგუფში არიან: დაბადებიდან 3 წლამდე და სამი წლიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მომსახურება გულისხმობს მულტი დისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის განვითარების შეფასებას, ბავშვისა და მისი ოჯახის წევრებისთვის განვითარების ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას, რითიც განვითარების სპეციალისტი ხელმძღვანელობს ბავშვთან და მის ძირითად აღმზრდელთან/ებთან (მშობელი, ბებია, ძიძა, პედაგოგი და ა.შ.). მუშაობა ხორციელდება ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, საბავშვო ბაღი, ან სხვა). განვითარების სპეციალისტი ბავშვის ძირითად მომვლელს ასწავლის ბავშვის განვითარების მასტიმულირებელ აქტივობებს და მეთოდებს. ადრეული განვითარების სპეციალისტი აწარმოებს პროცესის მონიტორინგს და პროგრესის შეფასებას მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად.