მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების ქვეპროგრამის ფარგლებში, „პირველი ნაბიჯი“ ახორციელებს პერსონალური ასისტენტების, იგივე ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების მიერ ქცევის მართვის პროგრამას ბუნებრივ გარემოში.
პროგრამა განკუთვნილია 7-დან 18 წლამდე ასაკის განსაკუთრებით მწვავე ქცევის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მომსახურების საათების დადგენა ხდება ბენეფიციარის შეფასების შედეგად, რომელიც დადასტურებული იქნება სახელმწიფო სოციალური მუშაკის მიერ. ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელ პირებს სუპერვიზიას უწევს ფსიქოლოგი/ქცევის თერაპევტი.
პროგრამის მიზანია ბენეფიციარის რთული ქცევის მართვა, სტაბილიზაცია და რესოციალიზაცია.