ააიპ “პირველი ნაბიჯი საქართველო”, (შემდგომში ორგანიზაცია და მისი ოფიციალური ვებ-გვერდი / firststep.ge) არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, საიდენთიფიკაციო ნომერით 202061838. იურიდიული მისამართი: საქართველო , თბილისი, აღმაშენებლის 150 2. საკონტაქტო ელ-ფოსტა: fsg@firststep.ge
ჩვენ ვართ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია, რომელიც პრობლემებს შესაძლებლობად აქცევს, მცირე პროგრესს - დიდ გამარჯვებად. ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება.
პირველ ნაბიჯში ყოველი დღე პირველი ნაბიჯია და ასე გრძელდება 1998 წლიდან დღემდე. 20 წლის განმავლობაში უამრავი პირველი ნაბიჯი გადავდგით ‒ გაუბედავი, გაბედული, რთული, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვისწრაფით განვითარებისკენ. ორგანიზაციამ სხვადასხვა ეტაპი გაიარა, ათასობით ბავშვს და მათ ოჯახებს გაუწოდა დახმარების ხელი, ათეულობით სპეციალისტი პროფესიონალად აქცია, დანერგა და განავითარა მომსახურებები, ბავშვებთან მუშაობის მეთოდები და არასოდეს გაჩერებულა.
პირველი ნაბიჯი მრავალპროფილიანი ორგანიზაციაა, სადაც 10-ზე მეტი პროგრამა ხორციელდება და 700-ზე მეტ ბავშვს ვემსახურებით ყოველთვიურად. ორგანიზაციაში ფუნქციონირებს 2 ცენტრი ‒ კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის და დღის ცენტრი მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
პირველი ნაბიჯის კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი - განსაკუთრებული საჭიროების და განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებისთვის დანერგილია სხვადასხვა სახის თერაპიული მიდგომები,
მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვთა ცენტრი:
იმისათვის რომ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვთა პროგრამებმა გააგრძელოს ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, ორგანიზაციას ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა. მხარდაჭერა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებასთან ერთად შესაძლებელია იყოს ერთჯერადის ხასიათის.
მიმართვა „თქვენ“ ამ დოკუმენტში ეხება დონორს, რომელიც რეგისტრირებულია საქველმოქმედო პლატფორმაზე და ფინანსურად უჭერს მხარს ორგანიზაციას და/ან ბენეფიციარს.
თქვენს მიერ პლატფორმაზე რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი გზით ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს რაც ითვლება მოცემული პირობებით ხელშეკრულების დადებად. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.
ააიპ “პირველი ნაბიჯი საქართველო” იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს პირობები ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განაგრძობთ პლატფორმის გამოყენებას ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ავტომატურად იგულისხმება, რომ ეთანხმებით შეტანილ ცვლილებას.
სპონსორი/დონორი - არის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი ჩაერთოს ქველმოქმედებაში, დაეხმაროს და სპონსორობა გაუწიოს ორგანიზაციას ან კონკრეტულ ბავშვს/ბენეფიციარს. სპონსორები ორგანიზაციას/ბენეფიციარს ეხმარებიან როგორც ერთჯერადად ასევე ყოველ თვიურად, მათი სურვილის შესაბამისად.
ყოველთვიური ჩარიცხვა - სპონსორს/დონორს ყოველთვიურად საბანკო ანგარიშიდან ეჭრება მის მიერ მითითებული თანხა. ორგანიზაცია თავის მხრივ ვალდებულია პერიოდულად მიაწოდოს სპონსორს/დონორს ინფორმაცია, თუ რაში გაიხარჯა შემოწირული თანხები.
ერთჯერადი შემოწირულობა - სპონსორის/დონორის მიერ ხდება თანხის ჩარიცხვა ორგანიზაციის ანგარიშზე, რომლითაც ორგანიზაცია იძენს დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამებში ჩართული ბავშვებისთვის საჭირო განმავითარებელ მასალას, ჰიგიენურ საშუალებებს, ბავშვების ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავს, სადეზინფექციო საშუალებებს ცენტრში და ბინაზე მომსახურების დროს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისათვის.
ბენეფიციარი - არის 18 წლამდე ასაკის, მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელიც სარგებლობს პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ან ბინაზე მოვლის პროგრამების მომსახურებით.
ამ პირობებზე დათანხმების შედეგად თქვენ იღებთ უფლებას/წვდომას, ისარგებლოთ პლატფორმით, დარეგისტრირების შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა აირჩიოთ თანხის რაოდენობა და მიუთითოთ ერთჯერადი ან ყოველთვიური ჩარიცხვა. ყოველთვიური ჩარიცხვის მონიშვნის შემთხვევაში თქვენს მიერ მითითებულ ბარათს მიაკითხავს ბანკი თვეში ერთხელ ერთსა და იმავე თარიღში და ჩამოგაჭრით თქვენს მიერ მითითებულ თანხას.
პლატფორმის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შექმნათ თქვენი პროფილი/ანგარიში. პროფილის მონაცემების შევსებისას თქვენ გარანტიას იძლევით, რომ:
ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ იტოვებს უფლებას, საკუთარი გადაწყვეტილებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე:
დონორი/სპონსორი ეთანხმება და აღიარებს:
- პერსონალურ ინფორმაციად მიიჩნევა ნებისმიერი პერსონალური მონაცემი , რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს. მათ შორის და არა მხოლოდ მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია (როგორიცაა სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა ); ფინანსური ინფორმაცია; კომერციული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
- ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ვებ გვერდზე არსებული მომსახურებებით სარგებლობისთვის თითოეული მომხმარებელი ვალდებულია მოგვაწოდოს პერსონალური ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ხდება ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცესში.
- პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით და ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით. ჩვენ უფლებამოსილი ვართ თვალყური ვადევნოთ ვებ-გვერდზე თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებს და შევინახოთ ეს ინფორმაცია მათ შორის ინტერნეტ პროტოკოლი (IP) მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ინტერნეტ მომსახურების პროვაიდიერი, არსებული გვერდები, საოპერაციო სისტემები, თარიღი/დრო.
- ჩვენ უფლებამოსილი ვართ შევინახოთ თქვენგან ან თქვენს შესახებ მიღებული (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია ვებ-გვერდზე თქვენი აქტივობების შესახებ, რომელსაც გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან კომუნიკაციის მიზნით, რაც გულისხმობს პერიოდული ანგარიშების გამოგზავნას თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე თანხების გახარჯვის და თქვენს მიერ შემოწირული თანხების განკარგვის შესახებ.
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ უფლებამოსილი ვართ თვალყური ვადევნოთ და ჩავიწეროთ თქვენსა და ვებ-გვერდის თანამშრომლებს შორის ელექტრონული ფოსტით ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით (ჩეთი, მესინჯერი ა.შ) განხორციელებული კომუნიკაცია.
- ჩვენ უფლებამოსილი ვართ გამოვიყენოთ ვებ-გვერდის ვიზიტორების და მომხმარებლის შესახებ და მათ ვებ-გვერდზე მათი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდის ვიზიტორთა შემოსვლების ანალიზისთვის, მომსახურების გაუმჯობესებისთვის და ვებ-გვერდის ადმინისტრირებისთვის.
- ჩვენ არ ვყიდით ან გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს თქვენი ცალსახა თანხმობის გარეშე:
ჩვენ უფლებამოსილი ვართ გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ჩვენს მხარდამჭერ მომსახურებას ვებ-გვერდთან დაკავშირებით, ვებ გვერდზე აღმოჩენილი რაიმე ხარვეზის არსებობის შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.
ვებ-გვერდს შესაძლოა გააჩნდეს პირადი კომუნიკაციის სხვა ფორმები (ჩეთი, პირადი წერილები) აღნიშნულ საშუალებებში თქვენს მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია საჯაროა.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი ორგანოების/პირის მიერ ინფორმაციის მოთხოვნისას ჩვენ ვალდებული ვართ გადავცეთ მათ ასეთი ინფორმაცია.
- ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოგაწოდოთ ელექტრონული ფოსტით ინფორმაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ, რომლებიც დაიგეგმა და განხორციელდა შემოწირული თანხების დახმარებით.
- ჩვენს მიერ გამოგზავნილი ზოგიერთი სახის შეტყობინების მიღება, რომელიც უკავშირდება მომსახურების გაწევას, როგორიცაა მაგალითისთვის რეგისტრაციის დადასტურება, თქვენს კითხვებზე პასუხის მოწოდება და ა.შ არ ექვემდებარება გაუქმებას.
თუ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიცვლება, თქვენ ვალდებული ხართ შეიტანოთ შესაბამისი ცვლილები თქვენს ანგარიშში ააიპ პირველი ნაბიჯი საქართველოს ვებ გვერდზე ან/და ჩვენთან დაკავშირებით მესენჯერის ან სატელეფონო კავშირის საშუალებით.
ჩვენ ვიღებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების სხვადასხვა ზომებს პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.
პირველი ნაბიჯის ვებ-გვერდზე ტრანზაქციების განხორციელება ხდება პლასტიკური ბარათების საშუალებით.
ორგანიზაციის მხარდასაჭერად თანხის ჩამოჭრა ხდება ყოველთვიურად (ე.წ. რექარინგ ტრანზაქცია) ან ერთჯერადად, თუმცა პირველ ნაბიჯს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს მხარდაჭერა საკუთარი პროფილის გვერდიდან.
კონკრეტული თვის მხარდაჭერის თანხის უკან დასაბრუნებლად უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა თანხის ჩამოჭრიდან 2 კვირის განმავლობაში.
თანხის დაბრუნება მოხდება იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა.
თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - fsg@firststep.ge
თანხის დაბრუნება მოხდება განაცხადის საფუძველზე.
თანხა დაბრუნდება 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს აღნიშნული პირობები ან მოახდინოს მათი მოდიფიცირება. თქვენი თანხმობა იქნება ნაგულისხმები, თუ თქვენ გააგრძელებთ ააიპ პირველი ნაბიჯი საქართველოს ვებ-გვერდის გამოყენებას შეტანილი ცვლილებების შემდეგ.
ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და თანხმობის ელექტრონული მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით აქ მოყვანილ წესებს და პირობებს, ასევე, დამატებით პირობებს.
ეს პირობები წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას მხარეთა შორის და აბათილებს აქამდე არსებულ ყველა შეთანხმებას, ხელშეკრულებას, პირობას, დაპირებას თუ გარანტიას, იქნება ის წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი.
თუ ამ ხელშეკრულების რაიმე ნაწილი გახდა კანონთან შეუსაბამო ან არავალიდური, ის ავტომატურად ითვლება გაუქმებულად და ამ ნაწილის გაუქმება არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების ძალაზე და არ ხდის ხელშეკრულებას არავალიდურს.
ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის აქტიური პროფილი.
ნებისმიერი სამართლებრივი დავა ააიპ პირველ ნაბიჯსა და თქვენს შორის იწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოში
ჩვენ უფლებამოსილი ვართ შევინახოთ თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენთან კომუნიკაციის მიზნით, რაც გულისხმობს პერიოდული ანგარიშების გამოგზავნას თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე თანხების გახარჯვის და თქვენს მიერ შემოწირული თანხებით განხორციელებული აქტივობების შესახებ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მუხლი 21 (1); მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება - მუხლი 22 (1); უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება - მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა - მუხლი 8 (4). თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, მოგვწეროთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე (სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით) - fsg@firststep.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995 32 2 603 604).
ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.