ხშირად ჩვენი პატარების მოქმედება და ხასიათი იცვლება კბილების ამოსვლის, ალერგიის გამწვავების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, ინფექციების, რაქიტის ნიშნების გამოვლენის, ვაქცინის რეაქციის ან სხვა გარე ფაქტორების ზეგავლენით. მთავარია არ დავტოვოთ უყურადღებოდ ზოგიერთი სიმპტომი, განსაკუთრებით თუ ამ დროს ბავშვის შეცვლილი ხასიათი და ქცევა 3-4 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.
ამის შესახებ "პირველი ნაბიჯი"-ს განვითარების პედიატრი - ნეონატოლოგი ირმა გოცირიძე მოგიყვებათ.
ქ-ნ ირმა 18 წელია ზრუნავს პირველი ნაბიჯის ბენეფიციარებზე, იგი სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან ერთად აღმოაჩენს განვითარების პრობლემებს და მუშაობს მათი მოგვარების გზებზე, ახდენს ბავშვის ფსიქო-მოტორული განვითარების შეფასებას ახალშობილობის/ჩვილობის პერიოდიდან.
მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ პედიატრს? იხ. ვიდეო: მშობლებო - არ დაკარგოთ დრო!