კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია - გახლავთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ისეთი აშლილობების / მდგომარეობების დროს როგორიც გახლავთ დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, კვებითი აშლილობა და სხვა. ფსიქოთერაპიის ამ მიდგომას იყენებენ როგორც ზრდასრულებთან, ასევე ბავშვებთან და მოზარდებთან. მისი ძირითადი მიზანი პიროვნების გაძლიერება და მისი ავტონომიურობის ზრდის ხარჯზე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გახლავთ.