სწორი ძილი მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ვინაიდან ცხოვრების ერთ მესამედს სწორედ ძილში ვატარებთ.
ძილის ხანგრძლივობა ყველა ასაკში ინდივიდუალურია:
➢ 0 თვიდან 3 თვემდე 14-17 საათი
➢ 4 თვიდან 11 თვემდე 12-15 საათი
➢ 1 წლიდან 2 წლამდე 11-14 საათი
➢ 3 წლიდან 5 წლამდე 10-13 საათი
➢ 6 წლიდან 13 წლამდე 9-11 საათი
➢ 14 წლიდან 17 წლამდე 8-10 საათი
➢ 18 წლიდან 25 წლამდე 7-9 საათი
თუმცა მეტად საყურადღებოა ძილის ხანგრძლივობა ბავშვებში
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს სწორი ძილის ჩამოყალიბებაში?
ძილის განრიგი:
➢ შეეცადეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს დააძინოთ (8-დან 9 საათამდე) რათა მოასწროს გამოძინება;
➢ ყოველ საღამოს 15 – 20 წუთით ადრე დრო დაუთმეთ რუტინულ აქტივობებს, რომელიც ყოველ საღამოს ერთნაირი იქნება:
- მშვიდი თამაში;
- წიგნის კითხვა;
- ზღაპრის მოყოლა და სხვა.
➢ ეცადეთ საძინებელი იყოს ნათელ ფერებში
➢ თუ ბავშვი ცდილობს თავი აარიდოს ძილს და აჭიანურებს დაძინებას, დაუწესეთ ლიმიტი, მაგალითად წაუკითხეთ ზღაპრის გარკვეული მონაკვეთი;
➢ დაუწესეთ მას ერთსა და იმავე დროს ძილი;
➢ არასოდეს დააწვინოთ ბავშვი მშიერი, ეცადეთ მიირთვას მსუბუქად;
➢ დაძინებამდე ერთი საათით ადრე ეცადეთ ბავშვი იყოს მაქსიმალურად მშვიდად; მოარიდეთ აქტიურ, ხმაურიან და კომპიუტერულ თამაშებს.
➢ სასურველია ბავშვის საძინებელში არ იყოს ტელევიზორი, ასევე ოთახი არ იყოს ჩაბნელებული და იყოს მსუბუქი შუქით განათებული