ჯგუფური თერაპია ადრეული ჩარევის ფარგლებში
ბავშვები არ იბადებიან ცოდნით, თუ როგორ შეიძინონ მეგობრები, მათ დაბადებიდანვე არ აქვთ ცოდნა საზოგადოებაში მიღებული სოციალური ნორმების შესახებ. სოციუმში ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება მოითხოვს დროს, შრომას და განსხვავებული სოციალური გამოცდილებების მიღებას და რაც მთავარია ადრეული ბავშვობიდან იწყება.
ხშირად ადრეულ ასაკში ბავშვებს აღენიშნებათ ქცევით-ემოციური სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის მათ სრულყოფილ ინტეგრაციას სხვადასხვა გარემოში, განსაკუთრებით ბაღში, სკოლაში ან თუნდაც სათამაშო მოედანზე.
ჯგუფური თერაპიის მთავარი მიზანი ადრეული ასაკის ბავშვებში ისეთი სოციალური კომპეტენციების უნარების გაუმჯობესება/განვითარებაა, როგორიებიცააა მაგალითად :
ჯგუფურ თერაპიაზე მომსახურებას იღებენ ასაკობრივ ჯგუფებში გადანაწილებული 3 დან 7 წლამდე ბავშვები. ჯგუფური თერაპია ეხმარება ბავშვებს დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები თანატოლებთან და განივითარონ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის საჭირო კომპეტენციები.
ჯგუფურ თერაპიაზე ბავშვები ერთვებიან როგორც სტრუქტურირებულ აქტივობებში, ასევე აქვთ თავისუფალი თამაშის საშუალება, სადაც ადრეული ჩარევის სპეციალისტები რეფლესქსიური სწავლების სტრატეგიებით ხელს უწყობენ სხვადასხვა უნარების განვითარებას.
თანატოლებთან ურთიერთობა ბავშვებს გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს, ისინი ირგებენ სხვადასხვა როლებს, რომლებიც განსხვავდება უფროსებთან კომუნიკაციისას არსებული, ნაცნობი როლებისგან. თანატოლთა ჯგუფი განსაკუთრებულ კონტექსტს ქმნის სადაც ბავშვები სწავლობენ , ვითარდებიან და აქვთ საშუალება გაივარჯიშონ სოციალური ინტერაქციისთვის საჭირო კომპეტენციები.