გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი ბავშვები - დღის ცენტრი

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ილიას მოჭარბებულად სჭირდება სივრცეში საკუთარი თავის გადაადგილება და ამით ვესტიბულური შეგრძნებების სტიმულირება. მას ბავშვთა აუტიზმის, სხვა გონებრივი ჩამორჩენისა და ქცევის აშლის დიაგნოზები აქვს, პატარაობიდანვე აუტიზმის პროგრამაში იყო ჩართული, აღნიშნული პროგრამა სპეციალისტისა და ბავშვის პირისპირ მუშაობას გულისხმობს, ამიტომაც ცენტრში სიარულის დაწყებისას ილიას ჯგუფურ აქტივობებში ჩართვის და ბევრ ადამიანთან ურთიერთობის სირთულეები შეექმნა. ილია დამოუკიდებლად გადაადგილდება, თუმცა ვერ ლაპარაკობს, რის გამოც სირთულეები აქვს საკუთარი საჭიროებების გამოხატვისას, თუმცა რაც დღის ცენტრში დაიწყო სიარული უკვე დიდ წარმატებებს აღწევს ყოველდღიურად. ილიას ძალიან დაკავებული დღის განრიგი აქვს. დღის ცენტრისა და აუტიზმის პროგრამის გარდა ის სკოლაშიც დადის, რაც სოციალური უნარების განვითრებას უწყობს ხელს. დღის ცენტრის გარემოში თანატოლებთან ერთად გართობის გარდა ილია თვითმოვლის უნარების განვითარებაზე მუშაობს, კერძოდ ხელების დაბანას და კბილების გახეხვას სწავლობს.

 

ილია ადამია

7 თებ, 2023
ილია 8 წლის ცელქი ბიჭია. დღის ცენტრში ცოტა ხნის წინ დაიწყო სიარული. უყვარს ჩახუტება და კოცნა.  მოსწონს ბზრიალა, ხმოვანი და მოძრავი სათამაშოები, ასევე ძალიან უყვარს სხვადასხვა ტკბილეულის მირთმევა.
  • გააზიარე: