გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი ბავშვები - დღის ცენტრი

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ლიზი საფრანგეთში დაიბადა და 7 წლამდე იქ ცხოვრობდა, ექიმებმა სწორედ საფრანგეთში დაუსვეს გონებრივი ჩამორჩენისა და ეპილეფსიის დიაგნოზი. 9 თვის ასაკიდან ჩართული იყო სხვადასხვა თერაპიაში, თუმცა იმ დროისთვის, როცა 6 წლის გახდა და სკოლაში უნდა წასულიყო, დიდი მოთხოვნისა და რიგების გამო სპეციალიზირებული სკოლის მომლოდინეთა სიაში მოხვდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ლიზის მშობლებმა გოგონას საქართველოში ჩამოყვანა სადაც მან ჩვენს დღის ცენტრში დაიწყო სიარული.

ლიზის პატარაობიდანვე ჭარბი წონა აწუხებს, რის გამოც თავს არიდებდა სიარულს და აქტიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას. ასევე არ აქვს განვითარებული თვით მოვლის უნარები, არ შეუძლია საპირფარეშოს მოხმარება, საკვების დამოუკიდებლად მიღება, ტანსაცმლის ჩაცმა და გახდა. ამ დროის მანძილზე, რაც ლიზი ცენტრში ჩაირიცხა მისი უნარები საგრძნობლად განვითარდა: გოგონამ დაძლია კბილების გახეხვის შიში, დაიწყო მშრალი საკვების სხვისი დახმარებით ჩანგლით ჭამა, ისწვლა წლის ჭიქიდან დალევა, ასევე ფიზიკურად ბევრად გააქტიურდა და უკვე დამოუკიდებლად ადის და ჩადის კიბეებზე.

ამჟამად დღის ცენტრის პედაგოგების დახმარებით აქტიურად აგრძელებს თვით მოვლის უნარების განვითარებას, სწავლობს ხელების დამოუკიდებლად დაბანას, კბილების დამოუკიდებლად გახეხვას, ასევე საკვების სხვისი დახმარების გარეშე მიღებას.

 

ლიზი გოგსაძე

7 თებ, 2023
ლიზი 9 წლის საყვარელი გოგოა, რომელმაც დღის ცენტრში სიარული კოვიდ პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამჟამად სპეციალისტების მხარდაჭერით ცდილობს დაძლიოს სირთულეები, სწავლობს სხვადასხვა უნარებს, რომლებიც ყოველდღიუ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდება.
  • გააზიარე: