რთული ქცევის მართვა შესაძლოა საჭირო გახდეს როგორც ტიპური განვითარების მქონე, ასევე სხვადასხვა დარღვევისა, თუ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის. პროგრამის ფარგლებში ხდება ნებისმიერ გარემოში გამოვლენილი ქცევითი პრობლემების მიზეზის შეფასება და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული მიდგომა საშუალებას გვაძლევს ინტერვენცია დავგეგმოთ და განვახორციელოთ პრობლემის გამოვლენის ადგილას, მაგალითად სახლში, სკოლში, მაღაზიაში, ტრანსპორტში, თერაპიულ სივრცეში და ა.შ; რაც დაეხმარება ოჯახს ქცევითი სირთულეების დაძლევისთვის სწორი სტრატეგიების გამოყენებაში.