თანხის ჩარიცხვით თქვენ ეხმარებით პირველი ნაბიჯის მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.
პირველი ნაბიჯი ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც ამ სიმძიმის ბავშვებს შეუძლიათ სიარული დილიდან საღამომდე, სადაც მათთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო, ჰყავთ მეგობრები და მოსიყვარულე პედაგოგები, რომლებიც ყოველდღიურად ეხმარებიან პატარა თუ დიდი ნაბიჯების გადადგმაში.
ჩვენთვის ყოველი დღე არის გამარჯვება და ყოველი გაღიმებული სახე საჩუქარი
ეს არის საქმე, რომელიც სიყვარულის გარეშე არ გამოდის, რომელშიც ვდებთ უდიდეს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას.
პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამებში სულ 60 ბავშვია რეგისტრირებული, რომლებიც მომსახურებას უფასოდ იღებენ, რადგან ოჯახების უმეტესობას არ აქვს თანხის გადახდის შესაძლებლობა. პროგრამებს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, მაგრამ ამ თანხით ხარჯების მხოლოდ 45 % იფარება, დანარჩენს ორგანიზაცია დონორების და მეგობრების მხარდაჭერით მოიძიებს.
მომსახურება მოიცავს - საგანმანათლებლო მუშაობას რომელიც ხორციელდება სპეციალისტების მიერ; ტრანსპორტირებას; ორჯერად კვებას; მრავალფეროვან „წრეებში“ მონაწილეობას.