კომუნიკაციის ერთ-ერთი სახეა მეტყველება, რომლის მეშვეობითაც გამოვხატავთ ჩვენს აზრებს, სურვილებს, საჭიროებებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, დაამყარონ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, დრო დავუთმოთ შვილებს და არ მივცეთ საშუალება მეტი დრო კომპიუტერთან და ტელევიზორთან გაატარონ. შევუქმნათ ჩვენ შვილებს ჯანსაღი, სამეტყველო გარემო, რადგან ყველაზე მკაცრი მშობლებიც კი ვერ შეძლებენ ბავშვების ძალით ამეტყველებას.
ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ კომუნიკაციის, მოსმენისა და მოსმენილის გაგების, სიტყვებისა და წინადადებების წარმოების, ბგერების წარმოთქმის სირთულეები.