ყველა ბავშვისთვის აუცილებელია უსაფრთხო და ჯანსაღი კვება, რომელიც მათ ზრდა განვითარებას უწყობს ხელს. ზოგჯერ ბავშვები უარს ამბობენ საკვებზე სხვადასხვა მიზეზების გამო, რაც მშობლების ნერვიულობას იწვევს, ბავშვებისთვის კი არასასიამოვნო პროცესი ხდება. კვების თერაპიის მიზანია ბავშვის კვება გახდეს უსაფრთხო, დაძლიონ ახალი საკვების გასინჯვის შიში, გაიზარდოს ბავშვის მოტივაცია კვების პროცესში. კვების თერაპიის მთავარი მიზანია ბავშვმა მიიღოს ის საკვები რაც მის ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია კვება იყოს სასიამოვნო პროცესი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.