პირველი ნაბიჯის კულინარიის წრე, ეს არის არაფორმალური განათლების სივრცე, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და მოზარდები აითვისებენ საკვების მომზადებასა და მასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს მხიარულ გარემოში. პირველი ნაბიჯის კულინარიის წრე დაეხმარება ბავშვებს განვითარდნენ შემდეგი მიმართულებებით:
- წინა პროფესიული უნარების ათვისება
- ფუნქციური უნარების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება
- კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა
- თანამშრომლობა და სხვა სოციალურ-ემოციური უნარების ათვისება
- ახალი, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან დამეგობრება
ასაკი 8 წლიდან 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები (ჯგუფები დაკომპლექტდება ასაკისა და ინტერესების შესაბამისად მაქსიმუმ 3 თითო ჯგუფში)
წრის მართვაში ჩართულები არიან ქცევის თერაპევტი და ფსიქოლოგი
სესიის ხანგრძლივობა: 50 წუთი
ფასი: 60 ლარი (თანხაში შედის უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტი)
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
571 24 91 93 ან 597 51 01 08