აკადემიური უნარების თერაპია განკუთვნილია ბავშვების და მოზარდებისთვის 5 წლიდან ზემოთ. აკადემიური უნარების თერაპია მუშაობს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან სასკოლო მზაობის განვითარებაზე, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებთან დასწავლის სხვადასხვა ტიპის სირთულეების დასაძლევად. თერაპია მუშაობს როგორც განვითარების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან, ასევე ტიპური განვითარების ბავშვებთან და მიმართულია დასწავლის უნარების გამომუშავებსა და სწავლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზე.