სამედიცინო მომსახურება მიზნად ისახავს, ორგანიზაციის ყველა პროგრამაში ჩასართავი აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და მათ შემდგომი მონიტორინგს, ასევე ყველა დაინტერესებული პაციენტის ნევროლოგიურ და თერაპიულ გასინჯვას 0-დან 17 წლამდე.
სამედიცინო მომსახურების ფარგლებში, ბენეფიციარს მიეწოდება სამედიცინო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს:
✔ პირველად თუ პერიოდულად წარმოშობილი დაავადებების კონტროლს;
✔ დიაგნოზის დასმას, კვლევას, დანიშნულების მიცემას;
✔ საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას ვიწრო სპეციალისტთან;
✔ კოგნიტური და მოტორული უნარების შეფასებას სპეციალური კითხვარის მიხედვით;
✔ იხსნება ბენეფიციარის პირადი ისტორია;
✔ სურვილის შემთხვევაში გაიცემა ფორმა #100;
✔ შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელის ბინაზე მონახულება, კვლევა და ჰოსპიტალიზაციაში რეფერირება;
სამედიცინო პროგრამა ასევე ხელს უწყობს ბენეფიციარების მშობლებს და დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციებისა და სამედიცინო ლიტერატურის მიწოდებას.