მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვთა ცენტრი პირველი ნაბიჯის მთავარი საზრუნავია. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია ემსახურება 36 ბავშვს როგორც ცენტრში, ასევე ბინაზე მომსახურებით. ბინაზე მომსახურება ჭირდებათ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც რთული ფიზიკური მდგომარეობის გამო ვერ მოდიან ცენტრში, მათთან ადგილზე ხდება მომსახურების გაწევა, ხოლო დღის ცენტრის ბავშვებისთვის ცენტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს, რომლებიც ეხმარება მათ ახალი უნარების დასწავლაში, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან.