გაიცანით ჩვენი ბავშვები - სტიპენდიის პროგრამა
თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პირველი ნაბიჯის ერთი ან რამდენიმე ბავშვის სპონსორი, გადაუხადოთ დღის ცენტრში სწავლის საფასური, თვეში 400 ლარი და შეცვალოთ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ეს საფასური მოიცავს: 1. საგანმანათლებლო მუშაობას რომელიც ხორციელდება სპეციალისტების მიერ; 2. ტრანსპორტირებას; 3. ორჯერად კვებას; 4. მრავალფეროვან „წრეებში“ მონაწილეობას.
სტიპენდიების პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რათა დღის ცენტრში დარჩენა და მომსახურების მიღება შეძლონ და არ მოუწიოთ სახლში, საზოგადოებისაგან იზოლაციაში ცხოვრება.
სურვილის შემთხვევაში, შგიძლიათ მობრძანდეთ, გაიცნოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ბავშვი, ასევე რეგულარულად მიიღებთ ინფორმაციას ბავშვის წარმატებებისა და მიღწევების შესახებ.
ტელ: +995 32 2603 604;
ლუბლიანას ქუჩა 21 ბ; თბილისი 0159/
ელ.ფოსტა: fsg@firststep.ge;
ვებ-გვერდი: www.firststep.ge;
www.facebook.com/firststepgeorgia
საკონტაქტო პირი - გუჩი თავხელიძე - g.tavkhelidze@firststep.ge
ხელშეკრულებით სტიპენდიის თანხა თვეში შეადგენს 400 ლარს, ხოლო ჯამური თანხა 12 თვეზე შეადგენს 4800 ლარს
ანგარიშის ნომერი: GE53TB0600000001700693 - სს თიბისი ბანკი - ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო"
სტიპენდიის პროგრამა დღის ცენტრის ბავშვებისთვის
ირლანდიის რაგბის 20 წლამდელთა ნაკრების ვიზიტი პირველ ნაბიჯში