ბავშვები დაბადებიდან ივითარებენ თამაშისა და სხვებთან ურთიერთობის 7 სენსორულ სისტემას (ყნოსვა, გემოვნება, შეხება, წონასწორობა, მხედველობა და სმენა). სენსორული სისტემების ცუდად მუშაობის შემთხვევაში ბავშვებს პრობლემა ექმნებათ სხვადასხვა ყოველდღიურ აქტივობებში, როგორიცაა კვების სირთულეები, თვითმოვლა, ტანსაცმლის გარკვეული ფაქტურების უარყოფა და სხვა. სენსორული ინტეგრაციის თერაპიის მიზანია დაეხმაროს ბავშვებსა და ოჯახებს შეგრძნებების მოწესრიგებაში და ბავშვების ყოველდღიურ, მათთვის აუცილებელ და ასაკის შესაბამის აქტივობებში სრულფასოვნად ჩართვაში.