გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი ბავშვები - დღის ცენტრი

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

6 წლის ცოტნე ძალიან თბილი და მხიარული ბიჭია, სულ რამდენიმე დღეა რაც „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრში დაიწყო სწავლა და ძალიან ბედნიერია! მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, უკვე ყოველ დილით დედასთან ერთად სიცილით მოიჩქარის სასწავლებელში, აქამდე ბავშვი სახლში ძალიან მოწყენილი იყო, ტიროდა როდესაც და-ძმა საბავშვო ბაღში და სკოლაში მიდიოდა თვითონ კი იძულებული იყო მარტო დარჩენილიყო. ეს სირთულეები მან დღის ცენტრში სიარულით გადალახა. აქ თამაშ-თამაშით შეუძლია ისწავლოს უამრავი რამ, რაც უფრო დამოუკიდებელს გახდის. მისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რაც პედაგოგებს დაეხმარებათ სწორი მიმართულებით განავითარონ ცოტნეს შესაძლებლობები და უნარები.

 

ცოტნე ცილიკიშვილი

25 ოქტ, 2017
ცოტნემ ცხოვრების ახალი და საინტერესო ეტაპი პირველ ნაბიჯთან ერთად დაიწყო, სულ რამდენიმე დღეა შემოგვიერთდა და უკვე მეგობრებიც გაიჩინა, ესწრება გაკვეთილებს, უსმენს მუსიკას, თამაშობს ქაფით, განსაკუთრებით კი უყვარს საპნის ბუშტების გაშვება.
  • გააზიარე: