ლიკა რამდენიმე თვეა, რაც პირველი ნაბიჯის დღის ცენტრში დადის და მან უკვე გაიჩინა მეგობრები როგორც ბავშვების, ისე მასწავლებლების სახით. ლიკას აქვს გონებრივი ჩამორჩენა, რასაც თან ერთვის ქცევითი აშლილობა. ლიკა ფენილ-კეტონურია, რაც გულისხმობს, რომ მას აქვს როგორც ქცევითი, ისე ემოციური თვითრეგულაციისა და კვების სირთულეები. მშობლების თქმით, ლიკა ირიცხებოდა სპეციალურ სკოლაში, თუმცა სკოლა ვერ ახერხებდა ლიკას ქცევის მართვას, შესაბამისად, ის იზიანებდა თავს, აზიანებდა სხვასაც. დღის ცენტრში მოსვლისას, ის მუდმივად ცდილობდა საგაკვეთილო პროცესზე თავის არიდებას, არ შორდებოდა მშობლებს და ითხოვდა ეზოში გაყვანას, არ სურდა ახალი მასწავლებლების მიღება და ხშირად აზიანებდა მათ. ლიკას ინტერესების აღმოჩენისა და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარების შედეგად, მისთვის გაიწერა პროგრამა, რომელიც მას დააინტერესებდა საკლასო გარემოთი და შეამცირებდა ბავშვის მიერ გამოვლენილ რთულ ქცევას.
ამჟამად, ლიკას რთული ქცევა კონტროლირებადია და საგაკვეთილო პროცესში სრულად ერთვება. მშობლები ამჩნევენ ამ ცვლილებებს და აქტიურად ერთვებიან ლიკას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში.
ამ ეტაპზე აუცილებელია მუშაობის გაგრძელება, ვინაიდან ლიკას პერიოდულად მაინც ახასიათებს გამომწვევი ქცევები. ისინი განპირობებულია ემოციური თვითრეგულაციის სირთულეებით და ხელს უშლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებაში.