დათუნა ძალიან საყვარელი და მგრძნობიარეა, სპეციალისტებისა და ოჯახის წევრების რამდენიმეწლიანმა მიზანმიმართულმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო და ბიჭუნა წარმატებით მიიწევს წინ! საგრძნობლად გაუმჯობესდა დათოს გადაადგილების უნარები - ხელის ჩაკიდებით ახერხებს სიარულს, რაც წლების წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ოჯახს! ბიჭუნა უფრო და უფრო უკეთ მართავს კიდურებს, ასევე ისწავლა კოვზით ჭამა თითქმის დამოუკიდებლად, აქამდე სრულად მზრუნველზე იყო დამოკიდებული, დღეს უკვე შეუძლია ხელების დაბანა ნაწილობრივი დახმარებით, ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. ზოგადად, მისი ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ამის პარალელურად, დათუნა სხვადასხვა უნარებს იძენს და თანდათან უფრო დამოუკიდებელი ხდება.
დათუნას საყვარელი გასართობია მუსიკების მოსმენა, ასევე სენსორული თამაშები, ექსკურსიები მეგობრებთან ერთად, უყვარს მხიარულება და სიცილი, ყურადღების ცენტრში ყოფნა და მოფერება.