ლუკა გაფაციცებული უყურებს ხოლმე დისნეის მულტფილმებს და როგორც კი გამოჩნდება მიკი მაუსი ყველას ეძახის: „ნახე, მიკი!“ ეს ფრაზა ბიჭუნას ერთ-ერთი პირველი წინადადება იყო, რომელიც გარკვევით და გამიზნულად წარმოთქვა. დღეს ლუკას ლექსიკური მარაგი გაცილებით მდიდარია და კომუნიკაციის უნარები დღითიდღე უმჯობესდება, რაც ძალიან გვახარებს და ვამაყობთ ამ მიღწევით!
ლუკა დღის ცენტრში სწავლობს ემოციების მართვას, წესების დაცვას, დამოუკიდებლად თვითმოვლას, იღებს ზოგად ცოდნას და სხვა. აქ შეიძინა თანატოლი და უფროსი მეგობრები, მათთან ერთად ესწრება გაკვეთილებს, უსმენს მუსიკას, ხატავს, სწავლობს, დადის სხვადასხვა ექსკურსიებზე, ღონისძიებებზე და მხიარულობს.
ლუკა ძალიან ემოციური, თბილი და კონტაქტური ბიჭია, მოსწონს გარეშემომყოფებისთვის ემოციების გაზიარება, ხშირად გვეძახის „ნახე, ბურთი“, „ნახე - მიაუ“ და უყვარს, როცა დავალების კარგად შესრულების შემდეგ ტაშს უკრავენ, თვითონაც გულიანად აყვება ხოლმე ტაშის კვრით. ლუკას საყვარელი აქტივობაა წყალში თამაში, ყველაფერი ავიწყდება როცა საქმე წყალს ეხება, ჭყუმპალაობს და ბედნიერია. ლუკა მეგობრებთან ერთად გაკვეთილებზე სხვადასხვა კერძების მომზადებას სწავლობს და როდესაც საქმე მის საყვარელ საჭმელს - სოსისს ეხება ეთი სული აქვს როდის მოამზადებს ჰოთ-დოგს და პირველი შესანსლავს.