გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ნატალის მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლია დაკავდეს თავისი საყვარელი აქტივობებით დამოუკიდებლად. ოჯახის წევრების თქმით, მათ უჭირთ ნატალიას სახლში გაჩერება, ბავშვი მუდმივად ითხოვს გარეთ გაყვანას.

მშობლების თქმით, ნატალია ირიცხებოდა თბილისის 198-ე სპეციალურ სკოლაში, თუმცა ვერ ხერხდებოდა მისი ქცევის კონტროლი და საგაკვეთილო პროცესით დაინტერესება. მას აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი, რომელიც გულისხმობს სირთულეებს კომუნიკაციაში. ვინაიდან ნატალის მეტყველება შეზღუდულია, საჭიროა მასთან კომუნიკაციის ალტერნატიული სისტემის სწავლების დანერგვა, რომელიც გულისხმობს ბარათების გამოყენებით ურთიერთობის დამყარებას. 

დღის ცენტრში ჩარიცხვის პირველი კვირის განმავლობაში ნატალი ყრიდა ნივთებს ფანჯრიდან, აბრახუნებდა მაგიდებს და აყირავებდა სკამებს. ამჟამად, მისი რთული ქცევა კონტროლირებადია და საგაკვეთილო პროცესში სრულად ერთვება. მშობლები ამჩნევენ ამ ცვლილებებს და აქტიურად მონაწილეობენ მისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში.

ამ ეტაპზე აუცილებელია მუშაობის გაგრძელება, ვინაიდან ნატალიას პერიოდულად მაინც ახასიათებს გამომწვევი ქცევები. ისინი განპირობებულია ემოციური თვითრეგულაციის სირთულეებით და ხელს უშლის ბავშვს დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებაში. სირთულეები იჩენს თავს, როდესაც ნატალია იმყოფება სახლის გარემოში, რადგან არ აქვს ოჯახს სახსრები, შეუქმნან მას შესაბამისი პირობები ინტერესებისა და უნარების გამრავალფეროვნებისთვის.

ნატალია მიქელიანი

14 იან, 2019
12 წლის ნატალი კომუნიკაბელური და აქტიური გოგოა. უყვარს სამაგიდო აქტივობები, განსაკუთრებით კი - ფაზლების აწყობა, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ჯგუფური სამუშაოები.
  • გააზიარე: