ელენე პირველ ნაბიჯში 2011 წლიდან მუშაობს. ის პროფესიით ენისა და მეტყველების თერაპევტი / კვების დარღვევებზე მომუშავე სპეციალისტია.
ამჟამად იკავებს პირველი ნაბიჯის კონსულტაციის და თერაპიის ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპევტი / სუპერვაიზორის პოზიციას, ასევე არის ამავე ცენტრის კვების თერაპიის პროგრამის კორდინატორი.
ის ასევე გახლავთ საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის -ტრენერი. (ტრეინინგები თემაზე "კვების დარღვევები და ინტერვენცია ბავშვებში" "კომუნიკაციისა და ენის განვითარება ბავშვებში")
გარდა ამისა მოწვეუილი სპეციალისტი/მასწავლებელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
"პირველი ნაბიჯი ჩემთვის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ყველა ერთმანეთისგან სწავლობს და ყველას ერთმანეთი უყვარს".