თამუნა პროფესიით პედიატრია და სოციალური სამუშაოს მაგისტრია. 2003 წლიდან მუშაობს პირველ ნაბიჯში. ამ წლების მანძილზე მისი როლი ორგანიზაციაში მრავალჯერ შეიცლავა, იყო სოციალური მუშაკი, სოციალური სამსახურის კოორდინატორი, პროექტების და ტრენინგების მიმართულების კოორდინატორი, დირექტორის მოადგილე და ამჟამად არის პირველი ნაბიჯის დირექტორი.
„პირველი ნაბიჯი ყველაზე მაგარი, ყველაზე რთული, ყველაზე საინტერესო, ყველაზე სტრესული და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი ცხოვრების. ხშირად მიფიქრია რა მაჩერებს აქ ამდენი წელი? პასუხი ბავშვების და მშობლების თვალებშია, ეს გაძლევს ძალას და გივსებს გამოცლილ ენერგიას. ეს არის სამყარო, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანებით არის დასახლებული და ყველა ვინც ჩვენთან მოდის ხდება ამ სამყაროს ნაწილი. პირველ ნაბიჯში ყოველი დღე პირველი ნაბიჯია.“