გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ხელოვნებისა და მუსიკის თერაპია

ხელოვნებისა და მუსიკის თერაპია

Art-თერაპიის დროს ვიყენებთ ნებისმიერ ხელოვნებას თერაპიული მიზნებისთვის. როდესაც ბავშვი ეხება საღებავებს, ქვიშას, თიხას, შეხება დამამშვიდებლად მოქმედებს მასზე. ხელოვნება ჩვენს პატარებს საშუალებას აძლევს „ორთქლი გამოუშვან“, რის შემდგომაც შესაძლებელი ხდება ნეგატიური ენერგიის (აგრესიის) მართვა. ამ ყველაფერში განსაკუთრებით გვეხმარება ხატვა და ძერწვა, რისი საშუალებითაც ბავშვს შეგვიძლია მისთვის გასაგებ ენაზე თამაშის ფორმით ვესაუბროთ.