გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ფსიქოლოგის კონსულტაცია მოზარდებისა და მშობლებისათვის

პირველი ნაბიჯის კონსულტაციის ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის ფსიქოლოგი ქალბატონი თინა ნორაკიძე კონსულტაციას გაუწევს ნებისმიერ მსურველს ვისაც ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება.

ქალბატონი თინა 20 წელია ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწეობს. გარდა ამისა ის 4 წიგნის თანაავტორია, მათ შორის 3 წიგნი არის სკოლის ასაკის ბავშვების ჯგუფური თერაპიის სახელმძღვანელო, ხოლო ერთი არის სახელმძღვანელო ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ. 
იგი რამდენიმე საერთაშორისო კვლევის ავტორია, ასევე 2009 წლიდან გახლავთ ტრავმული სტრესის შემსწავლელი ევროპული საზოგადოების წევრი (ESTSS /the European Society for Traumatic Stress Studies) 
○ თუ გაქვთ კომუნიკაციის პრობლემა საკუთარ შვილებთან;
○ ემოციური პრობლემები;
○ კომუნიკაციის / ურთიერთობის სირთულეები; 
○ გესაჭროებათ დახმარება მწვავე სტრესის და ფსიქოლოგიური ტრავმის დაძლევაში; 


დაგვიკავშირდით - 599 655 508
მიღების დღე - შაბათი - 11-დან 5 საათამდე