სუხიშვილების და პირველი ნაბიჯის მეგობრობა სასიამოვნო ტრადიციად იქცა. „სიკეთე გადამდებია“, ასე ეწოდა საღამოს, რომელიც 30 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის მერიის უდიდესი მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტიდან შემოსული თანხა პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ბავშვებს მოხმარდათ. ბილეთების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ სულ 44 000 ლარი შეადგინა.