პროფესორ კიტ ჰიჩინსის მემკვიდრეობისა და ქართველ-ამერიკელი ძმების, სემ და თორე პარკერების დახმარებით, „პირველი ნაბიჯი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მომსახურებაში მუსიკალურ თერაპიას ნერგავს. ეს გულისხმობს მუსიკას, როგორც თერაპიული შედეგის მისაღებად, ასევე სოციალურ მუსიკას, რომლის დროსაც მუსიკა გამოიყენება ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ თანატოლებს შორის ურთიერთობის მხარდასაჭერად, და ასევე, ზრდასრულთა განათლებისა და დასვენების მხარდასაჭერად.
სემმა და თორემ ადრეული წლები თბილისში გაატარეს და ამჟამად კალიფორნიაში თავიანთი სკოლის მუსიკალურ პროგრამებში აქტიური შემსრულებლები და ლიდერები არიან. მათ „პირველ ნაბიჯში“ მუსიკალური თერაპიის განვითარება წაახალისეს და მხარს უჭერენ მას თბილისში ჩართულობით და პირად ადვოკატირებით. როგორც მუსიკალურმა ელჩებმა, მათ „პირველი ნაბიჯის“ 2025 წლის ბავშვთა მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.
კიტ ჰიჩინსი საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორი და ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყნის ისტორიკოსი იყო. ერთ-ერთ წიგნში მან აღნიშნა, რომ „ქართველები დღეს გამოირჩევიან უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით“, განსაკუთრებით მუსიკაში. სემის და თორეს რწმენით, ის თერაპიისათვის სასარგებლო იქნება. ჰიჩინსი 2020 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობის ნაწილი „პირველი ნაბიჯის“ მუსიკალური თერაპიის პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წყაროა.