არტთერაპია „პირველ ნაბიჯში“ - ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული პროგრამის სესიებზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
რა არის არტთერაპია? ეს არის შემოქმედებითი აქტივობების გზით, ინდივიდების, ოჯახების, თემების გაუმჯობესებული ცხოვრება და ემსახურება ხელოვნებაში თვითგამოხატვის მეშვეობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიღწევას.
არტთერაპია ხელოვნების შექმნის პროცესში, ადამიანებს ემოციების გამოხატვის უსაფრთხო სივრცეს აძლევს. ამასთან, მისი მეშვეობით, ინდივიდები აღმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს და მას აქცევენ ემოციების და გრძნობების გარდაქმნის გამოცდილებად.
არტ თერაპიის ჯგუფური სესიები „პირველ ნაბიჯში“ იძლევა შესაძლებლობას: გამოხატოთ ემოციები, შემოქმედებითი პროცესის კვალდაკვალ, მიიღოთ კვალიფიციური ფსიქოლოგის თერაპიული მხარდაჭერა ამ პროცესში და ეს ყველაფერი - კეთილგანწყობილ, უსაფრთხო გარემოში.
შედეგად კი, ინდივიდი იღებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით.