გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

24 აპრ, 2025
ახალი, მრავალკომპონენტიანი პროგრამა "პირველ ნაბიჯში"

"პირველმა ნაბიჯმა" დაიწყო ADHD ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების მრავალმხრივი მხარდაჭერის პროგრამა. რით არის გამორჩეული ეს პროგრამა "პირველ ნაბიჯში"?
ის აერთიანებს ბავშვისთვის საჭირო ყველა აუცილებელ მომსახურებას - ერთ სივრცეში:
კოგნიტური და აკადემიური უნარების თერაპია;
ფსიქოთერაპია;
ოჯახის წევრების კონსულტირება;
სკოლის სპეცილისტების კონსულტირება.
მრავალმხრივი მხარდაჭერის ფარგლებში, ინდივიდუალურ შემთხვევას, როგორც საჭირო თერაპიების, ასევე, აუცილებელი გეგმიური შეხვედრების მეშვეობით, მართავს კლინიკური ფსიქოლოგი. პროგრამა განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ დიაგნოსტირებული ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი.
ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ბავშვი, ოჯახი და სკოლის სპეციალისტები, იმისათვის, რომ მდგომარეობის მართვა იყოს შეთანხმებული, სწორი და შედეგიანი. დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 579555902.


იხილეთ ვიდეო