გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

22 მარ, 2024
საჩუქარი კომპანია კაპაროლისგან

21 მარტს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია პირველმა ნაბიჯმა ღონისძიებას გამართა ქ. რუსთავის ფილიალში, სადაც ეზოს კედლელი მოხალისეებმა მოხატეს. 

დიდი მადლობა კომპანია კაპაროლს, რომელმაც აკრილის გარე ფასადის საღებავები გადმოგვცა საჩუქრად 

წელს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღის ახალი სლოგანია "ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები". მთავარი მიზანია, მივცეთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს თვითგამორკვევის და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, დავიცვათ მათი უფლებები და დავეხმაროთ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. პირველი ნაბიჯი ამ მიზანს 25 წელია ემსახურება, ქ. რუსთავში კი 2012 წლიდან ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებზე სხვადასხვა მიმართულებით და აძლევს მათ განვითარების და უკეთესი მომავლის შესაძლებლობას.