31 მაისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული მხიარულებით აღინიშნა პირველ ნაბიჯში.პირველი ნაბიჯის 25 წლის იუბილის ფარგლებში ღონისძიების ორგანიზებაში სპეციალისტებიც ჩაერთენ, მოეწყო თემატური კუნძულები: ხატვა, მებაღეობა, სპორტი, კულინარია, სახის მოხატვა, ექსპერიმენტები, ხელოვნება და ხელსაქმე (Art and Craft)
აქტივობებში პირველი ნაბიჯის ბავშვებთან ერთად მშობლებმა და სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა, რაც ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, მომხდარიყო პირველი ნაბიჯის ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებასთან.
თუმცა ეს ყველაფერი ასეთი ლამაზი და განსაკუთრებული ვერ იქნებოდა, რომ არა ჩვენი მეგობარი კომპანიები და მათი მხარდაჭერა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ სნო, ორიფლეიმი, თოლია, იოლო.