გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

13 სექტ, 2023
კულინარიის და სპორტის წრეები

პირველმა ნაბიჯმა არაფორმალური განათლების ორი მიმართულება დაიწყო, სპორტის და კულინარიის წრეები.

თუ თქვენ, როგორც მშობელი განიცდით რომ თქვენს შვილს არ შეუძლია სწორად ვარჯიში, აქვს სოციალიზაციის და მეგობრებთან კომუნიკაციის სირთულეები, თუ ფიქრობთ რომ ჭირდება ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება დამოუკიდებლად საკვების მომზადებაში და სხვა საჭირო აქტივობებში, მაშინ სწორედ ამ და კიდევ ბევრი სხვა სირთულის დაძლევაში დაეხმარება აღნიშნული წრეები.

კულინარიის და სპორტის წრეები შეიქმნა უნიკალური მიდგომით, სადაც შერწყმულია, მხიარულება, ფიტნესი, მზარეულობა, მეგობრებთან ერთად ხალისი და გართობა და ამ ყოველივეს თან ახლავს ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. აქ ისწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, ასევე სოციალურ ემოციურ უნარებს აითვისებენ. აღნიშნული წრეები არამხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს ან კულინარიულ თავგადასავალს ეხება, ის ასწავლის სიკეთეს, პატივისცემას, ბავშები აქ გაიზრდებიან პიროვნულად და ემოციურად.

აქ შექმნილია ისეთი გარემო, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დახმარებით და ცოდნის გაზიარებით დაამყარონ კომუნიკაცია და დამეგობრდნენ თანატოლებთან, მსგავსი აქტივობების დროს მეგობრობა ასწავლის მათ ემპათიას, გუნდურ მუშაობას და სხვა მნიშვნელოვან თვისებებს, ამიტომ წრეებიც ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით დაკომპლექტდება.

ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი შვილების ყოველდღიურობა უნდა გახდეს - გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ბავშვები პირველ რიგში ისწავლიან სავარჯიშო ინსტრუმენტების სწორად გამოყენებას, წრე მიზნად ისახავს, შევაყვაროთ ბავშვებს ვარჯიში და ვასწავლოთ ჯანსაღად ცხოვრება.

თუ თქვენ ეძებთ ალტერნატიულ განათლებას თქვენი შვილებისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ფიზიკურ აქტივობებს ასევე კულინარიულს და ამ ყოველივესთან ერთად აყალიბებს პიროვნულ ხასიათს - მაშინ ეს წრეები სწორედ თქვენთვისაა.

დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს სლოვაკეთის საელჩოს საქართველოში (Slovak Aids) და Rich Metals Group-ს რომ გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარნენ ამ იდეის განხორციელებაში

სესიის ხანგრძლივობა: 50 წუთი
ფასი: 35 ლარი
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
571 24 91 93  ან  597 51 01 08

კულინარიის წრეზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ აღნიშნული ბმული - https://forms.gle/rGgcyZTqCS9G4q5B8

სპორტის წრეზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ აღნიშნული ბმული - https://forms.gle/cg3D3BrKkm8ttB9Z8