გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

27 ივნ, 2023
დიო სტუმრად პირველ ნაბიჯში და ცოტნეს განსაკუთრებული დაბადების დღე

27 ივნისს კომპანია „დიო“-ს თანამშრომლები „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრს ესტუმრნენ და ცოტნეს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებითა და ტორტით მიულოცეს.

დიოს ცოტნესთან და პირველ ნაბიჯთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს, უკვე 6 წელია ისინი ცოტნეს სტიპენდიის სპონსორები არიან.

გარდა ამისა კომპანია დიო უკვე 5 წელზე მეტია ზრუნავს პირველი ნაბიჯის ფილიალების ფარდა ჟალუზებით მომარაგებაზე. 

 

დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს სიკეთისთვის და ჩვენს ბავშვებზე და განსაკურებით ცოტნეზე ზრუნვისთვის.