გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

22 აპრ, 2023
დედამიწის დღე ჩვენს ბავშვებთან ერთად - თიბისი ტექნოლოგიები
22 აპრილს თიბისის თანამშრომლებმა ტექ მიმართულებიდან, ნამდვილი დედამიწის დღე აჩუქეს პირველი ნაბიჯის ბავშვებს, საჩუქრად გადმოგვცეს 21 დეკორატიული მცენარის ნერგი ნაძვები, ვარდები, ტუიები ცაცხვები და სხვა, რომლებიც თავადვე დაგვირგეს და კიდევ უფრო გაალამაზეს ჩვენი ეზო, ასევე ჩაატარეს დასუფთავების სამუშაოები მთელს ტერიტორიაზე.
დარგვის და დასუფთავების აქტივობაში მონაწილეობა დიდი სიხარულით მიიღეს ასევე პირველი ნაბიჯის ბავშვებმაც.
დიდი მადლობა ჩვენს ახალ მეგობრებს ზრუნვისთვის და მხარდაჭერისთვის.