გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

5 დეკ, 2022
არემჯიმ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სპორტული წრე დააფინანსა
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ „პარტნიორობის ფორუმში“, „არემჯიმ“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ოფიციალური წევრის და ფორუმის მთავარი პარტნიორის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის პირველ ნაწილში, საკუთარი საქმიანობის და პროექტების შესახებ პრეზენტაციები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამართეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი ნეთვორქინგს და იდეების წარდგენის სივრცეებში კერძო და სამოქალაქო სექტორის პირისპირ შეხვედრებს დაეთმო.
შეხვედების და ინფორმაციის გაცვლის შედეგად კომპანია არემჯიმ ერთ-ერთ რჩეულ ორგანიზაციად პირველი ნაბიჯი აირჩია.
კომპანია არემჯის დახმარებით პირველი ნაბიჯი სულ მალე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებულ სპორტულ წრეს შესთავაზებს.