გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

13 ივნ, 2022
დელეგაცია მალდივის რესპუბლიკიდან
პირველ ნაბიჯს მალდივის რესპუბლიკიდან სტუმრები ესტუმრნენ, სტუმრებს შორის იყვნენ მალდივის რესპუბლიკის გენდერის, ოჯახის და სოციალური სერვისების მინისტრი, ასევე განათლების მინისტრი, ქალაქის მერი და სხვა წარმომადგენლები. დელეგაციის წევრები შშმ პირთა სერვისებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ წარმატებას, რომელშიც 23 წლის წინ პირველმა ნაბიჯმა სახელმწიფოსთან ერთად უდიდესი როლი ითამაშა.
სტუმრებმა დაათვალიერეს ტერიტორია, პირველი ნაბიჯის დირექტორმა - თამუნა ზაალიშვილმა ჩვენო ისტორია და მიღწევები გააცნო, პროგრამების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა სერვისების შესახებ, რომლებიც ინერგება და ხორციელდება ორგანიზაციაში