ფარმადეპოს საჩუქარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს
ფარმადეპომ სოციალურ პროექტის - "გამწვანებული სკვერი ჯანსაღი გარემოსთვის" ფარგლებში გამწვანებული სივრცე მოაწყო პირველი ნაბიჯის დიღმის ფილიალში, რომელიც 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ერთად.
მნიშვნელოვანია ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ გარემოსადმი სიყვარული, მასზე ზრუნვა და პატრონობა!
გარემოზე ზრუნვა სწორედ იმ ადგილებიდან იწყება, სადაც ჩვენ ვიმყოფებით! დიდი მადლობა ფარმადეპოს ჩვენს ბავშვებზე ზრუნვისათვის.