გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

30 დეკ, 2021
KPMG-ის საახალწლო საჩუქარი
კომპანია KPMG Georgia-ს უკვე მეორე წელია არ ავიწყდება ჩვენი განსაკუთრებული ბავშვები, საახალწლოდ გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან რა საჭიროებები გვაქვს და ყველაფერს აკეთებენ რომ გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად დაგვეხმარონ.
წელს, მათი დახმარებით, უზრუნველვყავით დღის ცენტრით მოსარგებლე ბავშვებისთვის ტრანსპორტირების გარკვეული პერიოდის ხარჯები, რაც ჩვენთვის, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის უმნიშვნელოვანესი შეღავათი
დიდი მადლობა კომპანია KPMG-ის გუნდს სიკეთისთვის და ზრუნვისათვის.