სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (მინისტრის მოადგილე) ინგრიდ ბროცკოვა და სლოვაკეთის ელჩი საქართველოში ბატონი პაველ ვიზდალი სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად პირველ ნაბიჯს ესტუმრნენ და
SkovakAid-ის მიერ დაფინანსებული მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში განახლებული სათამაშო მოედანი მოინახულეს. სტუმრებმა დაათვალიერეს პირველი ნაბიჯის ტერიტორია და კოტეჯები, ჩვენმა სპეციალისტებმა გაუზიარეს ინფორმაცია ბავშვებთან მუშაობის განსაკუთრებულ მიდგომებთან დაკავშირებით.
პირველი ნაბიჯისთვის სათამაშო მოედანი უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ბავშვების გასართობად, არამედ პირველ რიგში თერაპიული პროცესისთვის.
გვეამაყება, რომ SlovakAid უკვე მეორედ გახდა პირველი ნაბიჯის მცირე გრანტის სპონსორი