1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად
Slovenské veľvyslanectvo v Gruzínsku / Slovak Embassy in Georgia ოფიციალურად გაიხსნა ჩვენი ახალი, ადაპტირებული სათამაშო მოედანი, რომლის კეთილმოწყობაც სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამ სივრცის მოსაწყობად მხარდამჭერს დიდი ხანი უშედეგოდ ვეძებდით და გვიხარია რომ ასეთი მეგობარი ისევ სლოვაკეთის საელჩო აღმოჩნდა, რომელიც უკვე მეორედ გახდა პირველი ნაბიჯის პროექტის სპონსორი. განახლებული სათამაშო მოედანი ბავშვებს ახალი უნარების დასწავლაში დაეხმარება.
აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ
McDonald's Georgia-ს, რომელიც უკვე წლებია გვერდში გვიდგას და გვეხმარება ბავშვებისთვის ბედნიერი დღეების მოწყობაში. 1 ივნისს McDonald's Georgia-მ დიღმის, რუსთავის და ისნის ფილიალებში ტრადიციულად გაახარა ჩვენი პატარები განსაკუთრებული საჩუქრებით.