გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

30 ივნ, 2020
KPMG დღის ცენტრის ბავშვებისთვის
KPMG Georgia პირველ ნაბიჯის ახალი მეგობარია, რომელიც დახმარებას პანდემიის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეგვპირდა და ეს პირობა მიუხედავად რთული პერიოდისა მაინც შეასრულა.
დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ჰაერზე ყოფნა უმნიშვნელოვანესია, თუმცა მზიან ან წვიმიან ამინდში შენობაში დარჩენა უწევდათ, რადგან არ გვქონდა გადახურული სივრცე, სადაც ბავშვების გაყვანას შევძლებდით. KPMG-ის დახმარებით დღეს ეს პრობლემა აღარ გვაქვს, გადაიხურა დღის ცენტრის ერთ-ერთი შენობის აივანი, დამონტაჟდა სპეციალური კარებები და შეიღება მოაჯირები. ბავშვები პანდემიის გამო ჯერ-ჯერობით დისტანციურ მომსახურებას იღებენ, თუმცა განახლებული სივრცით სულ მალე შეძლებენ სარგებლობას.
დიდი მადლობა KPMG-ის გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც ჩვენი პატარების მიმართ იჩენენ