გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

2 ოქტ, 2020
CTC-ის მხარდაჭერა ბავშვებისთვის დისტანციური სერვისების გაწევაში
პირველ ნაბიჯში კიდევ ერთი სიახლე გვაქვს
დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამების ფარგლებში დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ოჯახების დამოუკიდებლობისა და პროგრამების დისტანციურად მუშაობის ხარისხის გაზრდას კრიზისულ პერიოდში.
პროექტი ერთის მხრივ დაეხმარება ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს როგორც პირველი ნაბიჯის, ისე ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული დისტანციური სერვისების მიღებაში, ხოლო მეორეს მხრივ, პირველი ნაბიჯის სპეციალისტებს ექნებათ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა.
პროექტი ითვალისწინებს:
* ბენეფიციართა პლანშეტებით აღჭურვას;
* 6 თვიანი უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფას;
* საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტის ინსტალაციას ან პერსონალური მობილური ინტერნეტით უზრუნველყოფას.
პროგრამების სპეციალისტების ჩართულობით, ბენეფიციარების ოჯახებთან ჩატარდება ტრენინგები და ვორქშოპები როგორც ინტერნეტის, ისე პროგრამების გამოყენებასა და ბენეფიციართა უსაფრთხო ფიზიკურ ასისტირებაზე.
ჩვენი მიზანია, მშობლებთან ერთად მზად ვიყოთ ნებისმიერი კრიზისული პერიოდისთვის და ჩვენს ბენეფიციარებს შევუქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC
-ის დაფინანსებით, Bread for the World-ის მხარდაჭერით, პროგრამის "ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებებისთვის" ფარგლებში.