გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

10 თებ, 2021
Russell Bedford AAC
რასელ ბედფორდ ეიეისი (Russell Bedford AAC) სულ ცოტა ხანია რაც დაგვიმეგობრდა, მაგრამ ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეძლო ამ მცირე პერიოდში ჩვენი ორგანიზაციისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
კომპანიის თანამშრომლებმა გადმოგვცეს თანხა, რომელიც პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდებათ სასწავლო პროცესისთვის განმავითარებელი სათამაშოების შესაძენად.
გარდა ამისა Russell Bedford AAC უკვე მეორედ განახორციელებს ორგანიზაციის ფინანსურ აუდიტს სრულიად უსასყიდლოდ, რაც ძალიან გვახარებს, რადგან აღნიშნული მომსახურება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ჩვენთვის ეს დიდი შეღავათი იქნება.
დიდი მადლობა Russell Bedford AAC-ის გუნდს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და პროფესიონალიზმისათვის, რომლითაც თავიანთ საქმეს ასრულებენ.