პირველი ნაბიჯი 2021 წელს პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც სლოვაკეთის საელჩოს მცირე გრანტი მიიღო, რაც ნიშნავს იმას რომ სულ მალე პირველი ნაბიჯის ბავშვებს ახალი სათამაშო მოედანი და გამწვანებული სივრცე ექნებათ, სადაც ეტლით მოსარგებლე ბავშვებიც შეძლებენ სიამოვნების მიღებას
პირველი ნაბიჯისთვის სათამაშო მოედანი უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ბავშვების გასართობად, არამედ პირველ რიგში თერაპიული პროცესისთვის.
დღეს პირველი ნაბიჯის დირექტორმა ქალბატონმა თამარ ზაალიშვილმა და სლოვაკეთის ელჩმა ბატონმა პაველ ვიზდალმა ხელი მოწერეს საგრანტო შეთანხმებას.
დიდი მადლობა პირველი ნაბიჯის მეგობარს - სლოვაკეთის საელჩოს და პირადად ბატონ ელჩს მხარდაჭერისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვისთვის.